"ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა" - კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა? - კვირის პალიტრა

"ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა" - კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მან "ინტეპრესნიუსს“ განუცხადა, პირი რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წარმოშობით არის კახეთიდან, თუმცა, კახეთში ინფექციის შემთხვევა არ დადასტურებულა.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ინფიცირებული პირი, წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

"კახეთში არ დადასტურებულა, არის კახეთიდან წარმოშობით ადამიანი, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან კონტაქტით, რუსეთიდან შემოსვლისას, დაუდასტურდა. კახეთში ინფექციის წყარო არ არის. წინასწარი ინფრომაციით, ის გახლავთ ტრაილერის მძღოლი, რომელიც შემოსულია ჩრდილოეთი მეზობლიდან. მიმდინარეობს კვლევა, ადამიანს დაუდასტურდა კარანტინში და მისი კონტაქტია ეს ადამიანი“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

"ინტერპრესნიუსი"