ე.წ. კანონიერი ქურდის "ლავასოღლის" ოჯახის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს - რას ითხოვენ ისინი? - კვირის პალიტრა

ე.წ. კანონიერი ქურდის "ლავასოღლის" ოჯახის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს - რას ითხოვენ ისინი?

"ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და შემდეგი იქნება რადიკალური",- ამის შესახებ ე.წ კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომლებიც ბათუმში იუსტიციის სახლის მიმართულებით აქცია - მსვლელობას აწყობენ, მანამდე კი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის სამინტროს, რათა დროულად დაუკავშირდეს თურქულ მხარეს და ექსტრადირების ან გათავისუფლების პროცესი დაიწყოს.

"ძალიან ძნელია ჩვენი მოქალაქე უცხო ქვეყნის ციხეში დავიცვათ. მოვედით აჭარის ტელევიზიასთან, რათა პირდაპირ ეთერში გავაჟღეროთ ჩვენი მოთხოვნა. გვაინტერესებს პირადად ქალბატონ წულუკიანს აქვს თუ არა თურქ კოლეგებთან კომუნიკაცია?! ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდეს თურქეთის მხარეს, თურქული მხარე საქართველოს აბრალებს, საქართველო თურქეთს, - ეს ადამიანები კი გაურკვევლობაში ვართ. ამდენი ხალხი ტყუილად არ გამოსულა, ვითხოვთ გათავისუფლებას ან ექსტრადირებას",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეების თქმით, მინდია გორაძის საქმე თურქეთისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების პრეროგატივაა და დროული რეგირება უნდა მოახდინონ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები მანამდე თურქეთის საკონსულოსთან იმყოფებოდნენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მინდია გორაძე თურქეთის საპატიმროში გაუსაძლის პირობებში იმყოფება და ჯანმრთელობა დაუმძიმდა.

"ინტერპრესნიუსი"