ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი ჩაკეტა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი ჩაკეტა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი კვლავ ჩაიკეტა. ამის შესახებ სააგენტო "სპუტნიკს“ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი 26 მაისს გაიხსნა იმისთვის, რომ "რესპუბლიკის“ მცხოვრებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლებოდათ, რომლებიც იქ კარანტინის გამო ვერ გადადიოდნენ. მათივე ცნობით, ე.წ. რესპუბლიკაში 532 ადამიანი დაბრუნდა.

ცნობისთვის, მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი აფხაზურმა მხარემ 14 მარტს იმ დროინდელი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას ბრძანებით დაკეტა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?