"ინფექცია არსად წასულა, თუ ტრანსპორტი არ არის ხელმისაწვდომი, გადაადგილდით ფეხით" - რას აცხადებს ხათუნა ზახაშვილი?
"ინფექცია არსად წასულა, თუ ტრანსპორტი არ არის ხელმისაწვდომი, გადაადგილდით ფეხით"  - რას აცხადებს ხათუნა ზახაშვილი?
ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლეს ამ დრომდე, არის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგი და ახლაც არ უნდა დავკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ის, რაც რეკომენდირებულია, უნდა დავიცვათ ყველამ, ყველგან და ყოველთვის , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს.

"გაფრთხილებები და რეკომენდაციები იმისთვის არსებობს, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური
მდგომარეობა. ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლეს ამ დრომდე, არის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგი და ახლაც არ უნდა დავკარგოთ ეს პასუხისმგებლობის გრძნობა. ის, რაც რეკომენდირებულია, უნდა დავიცვათ ყველამ, ყველგან და ყოველთვის. ეს ინფექცია არსად წასულა და არ არსებობს რაიმე ისეთი ტიპის სამსახური, რომელიც მარტო კონტროლით,
თუნდაც ძალოვანი ღონისძიებების გატარებით, ჯარიმებით და ა.შ. შეძლებენ მის დამარცხებას. ერთადერთი, რითაც ჩვენ შევძლებთ კოვიდის შეჩერებას, არის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომლის ქონაც საქართველოს მოსახლეობამ უკვე დაამტკიცა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ის რაც რეკომენდირებულია, ყველამ როგორმე უნდა დავიცვათ. გახსოვდეთ, ჯანმრთელობის ფასი არაფერი გვაქვს და ნუ აჩქარდებით, დაელოდეთ შემდგომ ტრანსპორტს; თუ ტრანსპორტი არ არის ხელმისაწვდომი, გადაადგილდით ფეხით, როგორც ამდენ ხანს დავდიოდით; სწორად გამოიყენეთ ნიღაბი; ხშირად დაიბანეთ ან დაისუფთავეთ ხელები; დაიცავით სოციალური დისტანცია. ჯერჯერობით სხვა გზა და საშუალება ამ დაავადების საწინააღმდეგოდ არსად არ არსებობს", - განაცხადა ზახაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა "საბურთალოს კლასტერთან" დაკავშრებითაც. ზახაშვილის განცხადებით, ამ კლასტერთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ჩაიკეტოს ნუცუბიძის რაიონი, ზახაშვილმა უპასუხა, რომ ეს არ იგეგმება.

"კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომლებიც წარმოადგენდნენ რისკს შესაძლო ინფიცირების თვალსაზრისით, არიან ან კარანტინში ან მკაცრი იზოლაციის პირობებში, სადაც ისინი ზედამხედველობის ქვეშ არიან. აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია, შემდგომი დიაგნოსტიკის მიზნით", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?