ნუცუბიძის პლატოზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ
01-06-2020
ნუცუბიძის პლატოზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ
თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, კაფე "ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დამწვრობის ცენტრში გადაჰყავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, პირველადი შეფასებით, მას პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.

ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები