ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ბიიდან მომავალი მინივენის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა და ორივე გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"