რა ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ აფეთქებაზე?
01-06-2020
რა ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ აფეთქებაზე?
თბილისში, ნუცუბიზის პლატოზე, კაფე "ვერდეს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გაზგასამართ სადგურზე, სადაც აფეთქება მოხდა, ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლის გავრცელების ან ხელახალი აფეთქების საშიშროება არ არის.

"ამაშუკელის ქუჩაზე, "ეკო გაზის" გაზგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. დაშავებული არის ერთი პიროვნება, რომელიც სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა. ადგილზე დაახლოებით 4 წუთში ოპერატიულად იქნა მობილიზებული 6 სახანძრო - სამაშველო ბრიგადა. ამ დროისათვის ცეცხლის გავრცელების ან თავიდან აფეთქების საშიშროება არ
არის. ხანძარი არის ლიკვიდირებული," - განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა.

"ინტერპრესნიუსი"





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები