"მინ­და ვთხო­ვო, ვი­საც ეს ეხე­ბა, გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი იდგა ზუს­ტად კორ­პუ­სე­ბის შუ­ა­ში" - რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი,ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების შესახებ?
01-06-2020
"მინ­და ვთხო­ვო, ვი­საც ეს ეხე­ბა, გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი იდგა ზუს­ტად კორ­პუ­სე­ბის შუ­ა­ში" - რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი,ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების შესახებ?
თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძის მე-3 პლა­ტო­ზე, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის მი­ნე­ბი ჩა­იმ­სხვრა.

გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შავ­და "ეკო გა­ზის" თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მიმ­დე­ბა­რე კორ­პუ­სე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ში­შით გა­რეთ გა­მო­ვიდ­ნენ, ბევ­რს ჰქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­და. ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია მომ­ღე­რა­ლი ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში აფეთ­ქე­ბის მო­მენ­ტი გა­იხ­სე­ნა:

"ამ გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის უკან კორ­პუს­ში ვცხოვ­რობ, ახა­ლი გად­მო­სუ­ლი ვარ და ხე­დავთ, რამ­დე­ნი ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სია ირ­გვლივ. ახლა
ეთერ­ში ვართ და მინ­და ვთხო­ვო, ვი­საც ეს ეხე­ბა, მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა, რად­გან ეს გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი იდგა ზუს­ტად კორ­პუ­სე­ბის შუ­ა­ში. იქ­ნებ მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა, ვის მო­უ­ვი­და აზ­რად გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი ამ­დენ კორ­პუსს შო­რის ჩა­ედ­გა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ირ­გვლივ ყვე­ლა კორ­პუ­სის მი­ნე­ბი ჩამ­სხვრე­უ­ლია. ჩემს კორ­პუს­ში, პი­რა­დად მე მქონ­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ კორ­პუ­სი გა­და­ყი­რავ­და,
სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა იყო, შე­ზან­ზარ­და კორ­პუ­სი, რო­გორც მი­წისძვრის დროს. დღეს გა­დავ­რჩით, მაგ­რამ თუ ეს სად­გუ­რი აქ დარ­ჩა, რა იქ­ნე­ბა არა­ვინ იცის, რად­გან დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა აქ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა" - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.


ნინო
02 ივნისი 2020 11:53
ხო, მაგრამ ეგ გაზგასამართი სადგური მანდ კორპუსების აშენებამდე იდგა და საინტერესოა კორპუსებზე ვინ გასცა მშენებლობის ნებართვა გაზგასამართ სადგურთან ასე ახლოს?

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები