თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.როგორც "ინტერპერესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, დაშავებულმა დამწვრობა სხეულის 25%-ზე მიიღო, მას აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება."ჩვენთან გადმოიყვანეს 48 წლის მამაკაცი და 25%-ია დამწვარი, მეორე-მესამე ხარისხის საეჭვო სასუნთქი გზების დაზიანება აქვს. თავსდება ახლა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“ , - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი."ინტერპრესნიუსი"