როგორია ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა - რას ამბობს გუგა ქაშიბაძე?
თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
როგორც "ინტერპერესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, დაშავებულმა დამწვრობა სხეულის 25%-ზე მიიღო, მას აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება.
"ჩვენთან გადმოიყვანეს 48 წლის მამაკაცი და 25%-ია დამწვარი, მეორე-მესამე ხარისხის საეჭვო სასუნთქი გზების დაზიანება აქვს. თავსდება ახლა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“ , - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი.
"ინტერპრესნიუსი"