რეს­ტო­რან­ში, სა­დაც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი იყო ჩარ­თუ­ლი, უსიმპტო­მო ადამიანისგან 9 კაცი დაინფიცირდა - რა აჩვენა კვლევამ? - კვირის პალიტრა

რეს­ტო­რან­ში, სა­დაც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი იყო ჩარ­თუ­ლი, უსიმპტო­მო ადამიანისგან 9 კაცი დაინფიცირდა - რა აჩვენა კვლევამ?

ზაფხული დადგა, შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა იმატებს, პარალელურად, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეტაპობრივად ხსნიან. შეზღუდვები მოიხსნა საქართველოშიც, ადამიანთა ნაწილი სამსახურებს დაუბრუნდა, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც აიკრძალა კონდიციონერის ჩართვა როგორც ოფისებში, ასევე ტრანსპორტში.

ეს საკითხი საზოგადოების პროტესტის მიზეზიც გახდა, ადამიანები ამბობენ, რომ განსაკუთრებით რთულია მგზავრობა მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა თითქმის 40 გრადუსს უახლოვდება, კონდიციონერი კი ჩართული არ არის. აღნიშნული საკითხი მთელ მსოფლიოში აწუხებთ, თუმცა როგორც ინფექციურ დაავადებათა ექსპერტები ამბობენ, ვირუსის სწრაფად გავრცელების თვალსაზრისით, კონდიციონერი სახიფათოა და ამ მოსაზრებას შესაბამისი კვლევითაც ამყარებენ.

როგორც გამოცემა health.com წერს, საკითხთან დაკავშირებით Emerging Infectious Diseases-ში ჩინეთის ქალაქ უხანში ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა. კვლევამ აჩვენა, რომ რესტორანში, სადაც კონდიციონერი იყო ჩართული, უსიმპტომო ინფიცირებულისგან ცხრა ადამიანს გადაედო ვირუსი დისტანციის პირობებში და ისე, რომ ინფიცირებულსა და დანარჩენებს ერთმანეთთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ.

მკვლევართა თქმით, ეს იმიტომ, მოხდა, რომ ინფიცირებული ადამიანისგან გამოყოფილი ვირუსის წვეთები კონდიციონერის გამო, ჰაერის სწრაფი ცირკულირების შედეგად, დანარჩენ ადამიანებზე გადავიდა და შესაბამისად, სხვებიც დაინფიცირდნენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, იმუნოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის ასოცირებული პროფესორი, მანიშ ბათი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად იქნებით, რესტორანში, სპორტდარბაზში, ოფისში, თუ ტრანსპორტში, კონდიციონერის ჩართვა რისკის შემცველია, რადგანაც მისი საშუალებით ინფიცირებული ადამიანი უფრო გადამდები ხდება და ვირუსი არაინფიცრებულებში უფრო მარტივად აღწევს.

კონდიციონერის საშუალებით ჰაერი უფრო სწრაფად ცირკულირებს და დახველების, ან დაცემინების დროს გამოფრქვეული ნაწილები უფრო შორ მანძილზე აღწევს.

მედიკოსები ამბობენ, რომ ერთი დახველების შედეგად 3 000-მდე ნაწილაკი ჩნდება, ხოლო ერთი დაცემინების დროს დაახლოებით, 30 000. ეს წვეთები კი კონდიციონერის გამო ჰაერის სწრაფად ცირკულირების შედეგად შეიძლება უფრო სწრაფად მოხვდეს ადამიანებში და ასევე უფრო შორ მანძილზეც გავრცელდეს. იხილეთ სრულად