რეს­ტო­რან­ში, სა­დაც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი იყო ჩარ­თუ­ლი, უსიმპტო­მო ადამიანისგან 9 კაცი დაინფიცირდა - რა აჩვენა კვლევამ?
რეს­ტო­რან­ში, სა­დაც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი იყო ჩარ­თუ­ლი, უსიმპტო­მო ადამიანისგან 9 კაცი დაინფიცირდა - რა აჩვენა კვლევამ?
ზა­ფხუ­ლი დად­გა, შე­სა­ბა­მი­სად, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა იმა­ტებს, პა­რა­ლე­ლუ­რად, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყნებ­ში ეტა­პობ­რი­ვად ხსნი­ან. შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი სამ­სა­ხუ­რებს და­უბ­რუნ­და, აღ­დგა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა.

COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც აიკ­რძა­ლა კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩარ­თვა რო­გორც ოფი­სებ­ში, ასე­ვე ტრან­სპორ­ტში.

ეს სა­კი­თხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზიც გახ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია მგზავ­რო­ბა მა­შინ, როცა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა თით­ქმის 40 გრა­დუსს უახ­ლოვ­დე­ბა, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი კი ჩარ­თუ­ლი არ არის. აღ­ნიშ­ნუ­ლი
სა­კი­თხი მთელ მსოფ­ლი­ო­ში აწუ­ხებთ, თუმ­ცა რო­გორც ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ვირუ­სის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი სა­ხი­ფა­თოა და ამ მო­საზ­რე­ბას შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვი­თაც ამ­ყა­რე­ბენ.

რო­გორც გა­მო­ცე­მა health.com წერს, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით Emerging Infectious Diseases-ში ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ რეს­ტო­რან­ში, სა­დაც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი იყო ჩარ­თუ­ლი,
უსიმპტო­მო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის­გან ცხრა ადა­მი­ანს გა­და­ე­დო ვირუ­სი დის­ტან­ცი­ის პი­რო­ბებ­ში
და ისე, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­სა და და­ნარ­ჩე­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

მკვლე­ვარ­თა თქმით, ეს იმი­ტომ, მოხ­და, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან გა­მო­ყო­ფი­ლი ვირუ­სის წვე­თე­ბი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გამო, ჰა­ე­რის სწრა­ფი ცირ­კუ­ლი­რე­ბის შე­დე­გად, და­ნარ­ჩენ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­და­ვი­და და შე­სა­ბა­მი­სად, სხვე­ბიც და­ინ­ფი­ცირ­დნენ.

კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის, იმუ­ნო­ლო­გი­ი­სა და მო­ლე­კუ­ლუ­რი გე­ნე­ტი­კის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მა­ნიშ ბათი ამ­ბობს, რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სად იქ­ნე­ბით, რეს­ტო­რან­ში, სპორტდარ­ბაზ­ში, ოფის­ში, თუ ტრან­სპორ­ტში, კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩარ­თვა რის­კის შემ­ცვე­ლია, რად­გა­ნაც მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი უფრო გა­დამ­დე­ბი ხდე­ბა და ვირუ­სი არა­ინ­ფიც­რე­ბუ­ლებ­ში უფრო მარ­ტი­ვად აღ­წევს.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ჰა­ე­რი უფრო სწრა­ფად ცირ­კუ­ლი­რებს და დახ­ვე­ლე­ბის, ან და­ცე­მი­ნე­ბის დროს გა­მოფრქვე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი უფრო შორ მან­ძილ­ზე აღ­წევს.

მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ერთი დახ­ვე­ლე­ბის შე­დე­გად 3 000-მდე ნა­წი­ლა­კი ჩნდე­ბა, ხოლო ერთი და­ცე­მი­ნე­ბის დროს და­ახ­ლო­ე­ბით, 30 000. ეს წვე­თე­ბი კი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გამო ჰა­ე­რის სწრა­ფად ცირ­კუ­ლი­რე­ბის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა უფრო სწრა­ფად მოხ­ვდეს ადა­მი­ა­ნებ­ში და ასე­ვე უფრო შორ მან­ძილ­ზეც გავ­რცელ­დეს. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები