"ასე­თი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის გამო შოკ­ში ვარ" - როგორ აუსრულეს ქართველებმა ამერიკელ ბიჭს, რომელსაც სიცოცხლის რამდენიმე კვირა დარჩა, უკანასკნელი სურვილი?
"ასე­თი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის გამო შოკ­ში ვარ" - როგორ აუსრულეს ქართველებმა ამერიკელ ბიჭს, რომელსაც სიცოცხლის რამდენიმე კვირა დარჩა, უკანასკნელი სურვილი?
რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" პო­პუ­ლა­რულ ჯგუფ­ში Soend 4 Seasons in Georgia, უცხო­ელ­მა მა­მა­კაც­მა ფი­ლიპ კო­ვალ­სკიმ თხოვ­ნით მი­მარ­თა ქარ­თვე­ლებს - მას მო­მაკ­ვდა­ვი მე­გობ­რის­თვის ქარ­თუ­ლი სუფ­რის გა­კე­თე­ბა სურ­და და ელო­და, რომ რჩე­ვებს მი­ი­ღებ­და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან.

მე­თი­უს, რო­მე­ლიც ოჰა­ი­ო­ში ცხოვ­რობს, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის ბოლო სტა­დია აქვს და ექი­მებ­მა მას სი­ცო­ცხლის მაქ­სი­მა­ლურ ვა­დად 2 თვე გა­ნუ­სა­ზღვრეს. მე­თი­უს ერთ-ერთი ბოლო სურ­ვი­ლიც სწო­რედ ეს არის - სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულს, კი­დევ ერთხელ გა­ე­სინ­ჯა გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი.

მე­გობ­რის თხოვ­ნა და მე­თი­უს
უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი ახდა აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით - ელჩმა, და­ვით ბაქ­რა­ძემ მე­თი­უს სახ­ლში მზა­რე­უ­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა და მას წე­რი­ლიც მის­წე­რა.

"ძვირ­ფა­სო მე­თიუ, ვი­მე­დოვ­ნებ, ისი­ა­მოვ­ნებ ამ ქარ­თუ­ლი ნა­დი­მით, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე ავ­თენ­ტუ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბია, რისი შოვ­ნაც აქ მო­ვა­ხერ­ხეთ. იცო­დე, რომ სა­ელ­ჩო­ში სა­ფე­რა­ვით სავ­სე ჭი­ქას შო­რი­დან, შენ­თან ერ­თად, წე­ვენ მაღ­ლა.
ჩვენს გუ­ლებ­ში ხარ და გვინ­და გახ­სოვ­დეს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი შენ­თა­ნაა. გა­გი­მარ­ჯოს!" - წერს წე­რილ­ში ელჩი და­ვით ბაქ­რა­ძე.

ამ ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რი­ი­სა და მე­გობ­რის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თა­ვად უყ­ვე­ბა ფი­ლიპ კო­ვალ­სკი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა მე­გობ­რის უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლის ასას­რუ­ლებ­ლად:

- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც მე­თი­უ­ზე უნდა იცო­დეთ, ისაა, რომ იგი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია. აინ­ტე­რე­სებს მსოფ­ლიო, სხვა კულ­ტუ­რე­ბი, მუ­სი­კა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო და ა.შ. ის წარ­მო­შო­ბით ოჰა­ი­ოს შტა­ტი­დან, ქა­ლაქ დე­ი­ტო­ნი­და­ნაა (რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ქუ­თა­ისს შე­ვა­და­როთ), მაგ­რამ სხვა ად­გი­ლე­ბის, კულ­ტუ­რე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის წყურ­ვი­ლით გა­ი­ზარ­და. მე და მე­თი­უმ ერ­თმა­ნე­თი ცინ­ცი­ნა­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნით, სა­დაც ორი­ვე ის­ტო­რი­ას ვსწავ­ლობ­დით. უკვე 10 წე­ლია მე­გობ­რე­ბი ვართ.

- რო­გორ მოხ­და, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო და აქა­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო შე­უყ­ვარ­და?
- მეთ­მა ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ა­გე­მოვ­ნა, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო სტამ­ბულ­ში ცხოვ­რე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს­თან ასე ახ­ლოს ყოფ­ნის დროს, ის თქვენს ქვე­ყა­ნა­საც ეწ­ვია და სა­სი­ა­მოვ­ნო დრო გა­ა­ტა­რა. მისი საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძი ხა­ჭა­პუ­რია, ყვე­ლის მა­რი­ლი­ა­ნი და არო­მა­ტუ­ლი გემო უყ­ვარს. ამას­თა­ნა­ვე, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან უყ­ვარს ღვი­ნო, ჭაჭა და ლი­მო­ნა­თი. ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი და სას­მე­ლი მის­თვის ფა­ვო­რი­ტია!

- გვი­ამ­ბეთ, მისი იმ სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სწო­რედ თქვენ აუხ­დი­ნეთ - რამ­დე­ნად ძნე­ლი იყო მის­თვის ქარ­თუ­ლი სუფ­რის გაშ­ლა ოჰა­ი­ო­ში და რა გა­ა­კე­თეთ ამის მი­საღ­წე­ვად?

- მეთს 1 წლის წინ ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, რის გა­მოც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ცო­ლე სტამ­ბოლ­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სამ­კურ­ნა­ლოდ ოჰა­ი­ო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ოჰა­იო არ­ცთუ ისე კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი ად­გი­ლია, ასე რომ, აქ ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი არაა. ძნე­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შოვ­ნაც, შე­სა­ბა­მი­სად, ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­თი­უს ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, რის გა­მოც გული ძა­ლი­ან წყდე­ბო­და.

ერთი კვი­რის წინ ექიმ­მა უთხრა, რომ სი­ცო­ცხლის 2 კვი­რი­დან 2 თვემ­დე დრო დარ­ჩა. მა­შინ­ვე და­მი­რე­კა და პირ­ვე­ლი რაც მკი­თხა, იყო, შე­მეძ­ლო თუ არა, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო მი­მე­ტა­ნა მის­თვის. გა­რეთ გა­ვე­დი და სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო ვი­ყი­დე, რაც შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემს ქა­ლაქ­ში, ვა­შინგტონ­ში მე­შოვ­ნა. სწო­რედ ღვი­ნის ყიდ­ვის მერე გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ ამას­თან ერ­თად, მე­თი­უს შე­სა­ბა­მი­სი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბიც სჭირ­დე­ბო­და. მე კარ­გად ვერ ვამ­ზა­დებ, ამი­ტომ, ვფიქ­რობ­დი, რომ ოჰა­ი­ო­ში მცხოვ­რე­ბი ვინ­მე ქარ­თვე­ლი მე­პო­ვა, რო­მე­ლიც კერ­ძებს მო­ამ­ზა­დებ­და.

შემ­დეგ სა­ელ­ჩო­ში დავ­რე­კე, სი­ტუ­ა­ცია ავუხ­სე­ნი და ვი­თხო­ვე, ოჰა­ი­ო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­ცათ. მირ­ჩი­ეს, ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის გვერ­დზე და­მე­დო პოს­ტი და ასეც მო­ვი­ქე­ცი - დავ­წე­რე პოს­ტი, სა­დაც მე­თის სი­ტუ­ა­ცი­ას ვხსნი­დი და დახ­მა­რე­ბას ვი­თხოვ­დი. სა­პა­სუ­ხოდ, ასო­ბით მე­სი­ჯი და დახ­მა­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მო­მი­ვი­და.

რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი სა­ელ­ჩო­დან და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, რომ ელჩს დახ­მა­რე­ბა სურ­და და ის მე­თი­უს სახ­ლში კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად და სუფ­რის გა­საშ­ლე­ლად, სა­ელ­ჩოს შეფმ­ზა­რე­ულს გა­მოგ­ზავ­ნი­და. ეს სა­ოც­რე­ბაა! ვფიქ­რობ, სა­ელ­ჩო­დან თა­მა­რა რაქ­ვი­აშ­ვილს უნდა ვუ­მად­ლო­დე. მას შემ­დეგ, რაც მას და­ვუ­რე­კე, ის­ტო­რია ელჩს უამ­ბო, 2-3 სა­ათ­ში კი უკვე მზა გეგ­მით და­მი­რე­კეს, რო­გორ უნდა მი­ე­ტა­ნათ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მე­თი­უს­თვის.

ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, ასე­თი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის გამო ისევ შოკ­ში ვარ... მაგ­რამ, ქარ­თვე­ლებს ჰუ­მა­ნუ­რო­ბის და მას­პინ­ძლო­ბის ისე­თი გრძნო­ბა აქვთ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, არც მიკ­ვირს!

- რო­გო­რი იყო თა­ვად მე­თი­უს რე­აქ­ცია?

- ისი­ნი შა­ბათს მო­ვიდ­ნენ... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?