თბილისში ჩვილის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისში ჩვილის ცხედარი იპოვეს

თბილისში, გლდანულაში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩვილის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, ამ დროისთვის დაკავებულია თუ არა ვინმე.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. ჩვილი სავარაუდოდ, ნაგვის უნრაში იყო მოთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"