საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, მათგან 3 ტრაილერის მძღოლია, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კარანტინის რეჟიმში გამოვლინდა და ის ე.წ საბურთალოს კლასტერთანაა დაკავშირებული.

შესაბამისად, ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"