4 ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში - კვირის პალიტრა

4 ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 800 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6- ით გაიზარდა და 640 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი. საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.