თბილისის ზღვის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა.მათივე ცნობით, ინფიცირებული პაციენტი სავარაუდოდ, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, რომელიც თბილისის ზღვის კლინიკიდან მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს."ლაბორატორიაში 28 პაციენტის ანალიზის პასუხი გაიგზავნა, აქედან დადასტურებული შემთხვევა არის 1 და პაციენტი გადაყვანილია მცხეთის პირველ სამედიცინი ცენტრში. შემთხვევა სავარაუდოდ, "საბურთალოს კლასტერს" უკავშირდება", - აცხადებენ თბილისის ზღვის კლინიკაში.