აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე, ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად მისულ სპეციალისტს დენმა დაარტყა - კვირის პალიტრა

აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე, ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად მისულ სპეციალისტს დენმა დაარტყა

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა.

ექსპერტს, რომელიც ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად სადგურზე მივიდა, დენმა დაარტყა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცი კავკასიის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"