"როდესაც ამბობდნენ არ შეიკრიბოთ, მაშინ თითქმის ყოველ ღამე დავდიოდი ეკლესიაში" - რას ამბობს ლევან რატიანი - კვირის პალიტრა

"როდესაც ამბობდნენ არ შეიკრიბოთ, მაშინ თითქმის ყოველ ღამე დავდიოდი ეკლესიაში" - რას ამბობს ლევან რატიანი

"ღმერთი არასდროს გვტოვებდა, მე პირადად შეიძლება არ ვიცავდე მარხვას, ეკლესიურ ცხოვრებას არ მივყვებოდე, მაგრამ ძალიან მრწამს ღმერთის და ვამბობ, რომ ეს პერიოდი მან და მისმა დიდმა ძალამ  გადამალახინა" - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა  გადაცემა "პოსტალინში" ისაუბრა:

"ექიმობა ღთისაგან ნაბოძებია, შეიძლება მიიღო სამედიცინო განათლება, მაგრამ ვერ გახდე ექიმი. არ არსებობს წარმატებული ექიმი ღმერთი გარეშე, იმიტომ რომ სულ დგას შენ უკან, ვერ აჯობებ ბოროტებას სხვანაირად თუ არ გიყვარს ღმერთი და პაციენტი, იმიტომ, რომ ბოროტება დაავადებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ვგრძნობთ იმ მხარდაჭერას, რასაც ღვთიური ძალა ჰქვია. ვერ მოვერევით ვერცერთ პათოლოგიას, რომ არა ღმერთის ძალა. პირველად ვამბობ, როდესაც ამბობდნენ არ შეიკრიბოთ, მაშინ თითქმის ყოველ ღამე დავდიოდი ეკლესიაში ღამღამობით...არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, ღმერთი არასდროს გვტოვებდა, მე პირადად შეიძლება არ ვიცავდე მარხვას, ეკლესიურ ცხოვრებას არ მივჰვებოდა, მაგრამ ძალიან მრწამს ღმერთი და ვამბობ, რომ ეს პერიოდი მან და მისმა დიდმა ძალამ  გადამალახინა, ამ კორნავირუსმა ერთი რაღაც დაგვანახა, რომ ერთმანეთი ძალიან უნდა შევიყვაროთ", - განცახადა ლევან რატიანმა.