"როდესაც ამბობდნენ არ შეიკრიბოთ, მაშინ თითქმის ყოველ ღამე დავდიოდი ეკლესიაში" - რას ამბობს ლევან რატიანი
03-06-2020
"როდესაც ამბობდნენ არ შეიკრიბოთ, მაშინ თითქმის ყოველ ღამე დავდიოდი ეკლესიაში" - რას ამბობს ლევან რატიანი
"ღმერთი არასდროს გვტოვებდა, მე პირადად შეიძლება არ ვიცავდე მარხვას, ეკლესიურ ცხოვრებას არ მივყვებოდე, მაგრამ ძალიან მრწამს ღმერთის და ვამბობ, რომ ეს პერიოდი მან და მისმა დიდმა ძალამ  გადამალახინა" - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა  გადაცემა "პოსტალინში" ისაუბრა:

"ექიმობა ღთისაგან ნაბოძებია, შეიძლება მიიღო სამედიცინო განათლება, მაგრამ ვერ გახდე ექიმი. არ არსებობს წარმატებული ექიმი ღმერთი გარეშე, იმიტომ რომ სულ დგას შენ უკან, ვერ აჯობებ ბოროტებას სხვანაირად თუ არ
გიყვარს ღმერთი და პაციენტი, იმიტომ, რომ ბოროტება დაავადებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ვგრძნობთ იმ მხარდაჭერას, რასაც ღვთიური ძალა ჰქვია. ვერ მოვერევით ვერცერთ პათოლოგიას, რომ არა ღმერთის ძალა. პირველად ვამბობ, როდესაც ამბობდნენ არ შეიკრიბოთ, მაშინ თითქმის ყოველ ღამე დავდიოდი ეკლესიაში ღამღამობით...არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, ღმერთი არასდროს
გვტოვებდა, მე პირადად შეიძლება არ ვიცავდე მარხვას, ეკლესიურ ცხოვრებას არ მივჰვებოდა, მაგრამ ძალიან მრწამს ღმერთი და ვამბობ, რომ ეს პერიოდი მან და მისმა დიდმა ძალამ  გადამალახინა, ამ კორნავირუსმა ერთი რაღაც დაგვანახა, რომ ერთმანეთი ძალიან უნდა შევიყვაროთ", - განცახადა ლევან რატიანმა.


...
04 ივნისი 2020 00:44
უფლის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ
ლელა
03 ივნისი 2020 23:54
არც მე გამოვირჩევი დიდი ეკლესიურობით,მაგრამ ნამდვილად ღვთის მოშიში ვარ და მესმის ბატონი ლევანისაც!ძალიან სასიამოვნოა,რასაც ამბობს,როცა ჯერაც არ გადასულა ეს ავადსახსენებელი ქოვიდი,ჰოდა,ცოტა ხანში,კიდევ ბევრ რამეს იტყვიან ჩვენი ექიმებიც და კიდევ ბევრი რამ გაირკვევა, როგორც იტყვიან,,გაიასნდება"! ამათ ჩვენზე უკეთ იციან,რა ხდება და რატომ ხდება!...ჩემი დიდი სიმპათიები თქვენ,ბატონო ლევან და კიდევ განსაკუთრებით ბატონ თენგიზ ცერცვაძეს!
KGB
03 ივნისი 2020 23:50
პოპულიზმი მძიმე სენია, განყრა არ იცის

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?