ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას, რომელიც გზაზე გადადიოდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.არსებული ინფორმაციით, მძღოლი გამოძიებასთან თანამშრომლობს."ინტერპრესნიუსი"