გოგონას, რომელიც გზაზე გადადიოდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
03-06-2020
გოგონას, რომელიც გზაზე გადადიოდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას, რომელიც გზაზე გადადიოდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?