კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა "საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება
04-06-2020
კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა "საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა "საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში ამჟამად 57 პაციენტია მოთავსებული, მათგან 2-ს მძიმე პნევმონია აქვს.

"მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 144 პაციენტი მკურნალობს. უკვე 80%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. ახალი დადასტურებული შემთხვევა "საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება.

ჩვენი ცენტრის მონაცემები უცვლელია, გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა, პრობლემური, მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე
არ გვყავს, გვყავს მხოლოდ ორი მძიმე პნევმონიით პაციენტი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის, უმეტესი საშუალო სიმძიმისაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?