"უცხოეთში, იქაურ აფხაზებს ხშირად უთქვამთ: ჩვენ შორის ნამდვილ ურთიერთობას, აი, ასე უნდა შევხედოთო" - რას ჰყვება "გაღმა ნაპირის" რეჟისორი? - კვირის პალიტრა

"უცხოეთში, იქაურ აფხაზებს ხშირად უთქვამთ: ჩვენ შორის ნამდვილ ურთიერთობას, აი, ასე უნდა შევხედოთო" - რას ჰყვება "გაღმა ნაპირის" რეჟისორი?

გიორგი ოვაშვილთან სატელეფონო ინტერვიუს დროს, მის გვერდით უმცროსი ქალიშვილი თებრონია იყო, რომელსაც თურმე მისთვის სასურველი ტანსაცმელი მოურგია და მამას სთხოვდა, ფოტოები გადამიღეო. თავად გიორგისთვის არაერთ ფოტოგრაფს უამრავი ფოტო გადაუღია, უარს არავის ეუბნება. ძეგვში მყოფმა რეჟისორმა ცოტა დრო დაგვითმო და საუბარიც შედგა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მეორე კურსზე ყოფნისას გადავიღე ათწუთიანი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ეს საკურსო ნამუშევარი იყო. გია ფერაძე მაშინ ახალი გამოსული გახლდათ ციხიდან, დეპრესია ჰქონდა. ძველი კინოსტუდიის ე.წ. ბირჟაზე იდგა სისტემატურად. არც მქონდა იმედი, თუ დამთანხმდებოდა. სტუდენტი ვიყავი და არავინ მიცნობდა. არ მახსოვს, ვის ვთხოვე, რომ გია გაეცნო ჩემთვის, ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ორი კვირა ვიყავით ექსპედიციაში და წვეთი არ დაულევია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო..."

"გაღმა ნაპირის" ჩვენების შემდეგ რამდენიმე მძიმე ეპიზოდი მახსენდება. ძალიან განვიცდიდი, როცა ადამიანები დარბაზიდან გამოდიოდნენ და მოთქმით ტიროდნენ... ერთხელ ფილმის ნახვის შემდეგ, ჩემთან ფეხმძიმე გოგო მოვიდა: ეს რა მიყავიო!.. - და ჩაიკეცა".

"უცხოეთში, იქაური აფხაზები ყოველთვის საოცარი კეთილგანწყობით მოდიოდნენ და ხშირად უთქვამთ: თუ ოდესმე, რეალურად შევხედავთ ჩვენ შორის ნამდვილ ურთიერთობას, აი, ასე უნდა შევხედოთო. ეს ჩემთვის დიდი შეფასებაა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

იხილეთ ასევე:"რეჟისორს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობო" - ბიჭი "გაღმა ნაპირიდან"

ნანული ზოტიკიშვილი