22 მაისის მონაცემებით, კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალა
04-06-2020
22 მაისის მონაცემებით, კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალა
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში მთავრობის დახმარებით, 12 720 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, საჰაერო გზით - 7 107, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 - შშმ პირი, 259 - ხანდაზმული, 102 - ორსული, 435 - მცირეწლოვანი, 173 - ონკოლოგიური პაციენტი, 1
118 - ტრანზიტული მგზავრი, 29 - მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე - 3 517 მოქალაქე).

"აღსანიშნავია, აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-
დან განხორციელებული სპეციალური რეისი, რომელმაც უზრუნველყო სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის და სტუდენტის და სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვის დაბრუნება. გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ - 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის - 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზებმა".

22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 მოქალაქე, უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია - 1, ესპანეთი - 4, თურქეთი - 1, ბრიტანეთი - 2, აშშ - 5, საფრანგეთი - 2, ლატვია - 1)", - აღნიშნულია ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?