ვინ არის ავარიის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდა? - კვირის პალიტრა

ვინ არის ავარიის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდა?

ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში მომხდარ ავარიას 22 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სწრაფად მიმავალი მსუბუქი მარკის ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა. 22 წლის ილია ხარატიშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი მგზავრების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

ილია ხარატიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნუნუ ნემსიწვერიძის ერთადერთი შვილი იყო. ნემსიწვერიძე რამდენიმე გახმაურებულ საქმეს განიხილავდა, მათ შორის დავით კირკიტაძის საქმეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.