ვინ არის ავარიის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდა?
04-06-2020
ვინ არის ავარიის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდა?
ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოჟი­ო­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას 22 წლის ახალ­გაზ­რდას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ნა­თე­ბის ბოძს და­ე­ჯა­ხა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს მან­ქა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა იმ­ყო­ფე­ბო­და. 22 წლის ილია ხა­რა­ტიშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი მგზავ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. მათ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ.

ილია ხა­რა­ტიშ­ვი­ლი ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. ის გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის ნუნუ ნემ­სიწ­ვე­რი­ძის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო. ნემ­სიწ­ვე­რი­ძე რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავ­და, მათ შო­რის და­ვით
კირ­კი­ტა­ძის საქ­მეს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?