კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა
05-06-2020
კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო დანარჩენი 2 საკარანტინო სივრციდანაა.

მისივე თქმით, 4 ახალი შემთხვევიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი არაა გადაყვანილი.

"ქვეყანაში დაგვემატა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 805 შემთხვევაა დღეს საქართველოში. გამოჯანრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა
და ამჟამად არის 650 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს. 5-მა გამოჯანმრთლებულმა გუშინ დატოვა კლინიკა და ამჟამად გვყავს 52 დადასტურებული შემთხვევა. მძიმე პაციენტი არ გვყავს. რამოდენიმე პაციენტია მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია," - აღნიშნა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?