ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დე-ფაქტო მთავარი სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილის, ანა გაგლოევას განცხადებით, დაინფიცირებულები სამხედრო აკადემიის კურსანტები არიან, რომლებიც ე.წ. "რესპუბლიკაში" რუსეთის ფედერაციიდან ჩავიდნენ.
დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონში კორონავირუსის 57 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 31 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.
"ინტერპრესნიუსი"