"სახლში კონდენციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს", - რას ამბობს პაატა იმნაძე კონდენციონერებზე
"სახლში კონდენციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს", - რას ამბობს პაატა იმნაძე კონდენციონერებზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ვიდრე არ იქნება მყარი მტკიცებულებები, რომ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონდენციონერის გამოყენება არ ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს, იქამდე მისი გამოყენების რეკომენდაცია არ გაიცემა. ამასთანავე, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია იმ კონდენციონერებზე, რომელიც მხოლოდ შიდა ჰაერს ატრიალებ. პაატა იმნაძის თქმით, სახლებში კონდენციონერის გამოყენება არავის აუკრძალავს.

"არის ბევრი მოსაზრება კონდენცირებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ ვითამაშებთ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით. მე რომ
ახლა ვიყო თავისუფალი ექსპერტი, იმდენ რამდენს ვიტყოდი, ჩემი პასუხისმგებლობა არ იქნებოდა მერე. ჩვენ როდესაც აქ რაღაცას გადავყვეტთ და ვურჩევთ ჩვენს ხელისუფლებას რომ გააკეთოს, შემდეგ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, რა მოხდება საქართველოში და როგორიც იქნება ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი რეკომენდაცია რაიმე მეცნიერულ
მტკიცებულებას უნდა ემყარებოდეს. ძალიან ადვილია რჩევების მიცემა, როდესაც პასუხისმგებლობა არ გაქვს, როდესაც პასუხისმგებლობა შენზეა, მაშინ ჯობს უფრო მკაცრი რეკომენდაცია მისცე და დაიცვა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვიდრე შენი ქმედების გამო ერთი ადამიანი მაინც მოუკვდეს საქართველოს. აქვე დავამატებ, რომ ეს არ ეხება ყველა კონდენციონერსა და კონდენცირების ყველა სისტემას.

სახლში კონდენციონერი არ ჩართოო არავის არ უთქვამს, აქ საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდენციონერების გამოყენებაზე, რომელიც მარტო შიდა ჰაერს ატრიალებს, რადგან არსებობს კონდენციონერები, რომლებსაც გარედან შემოაქვს ჰაერი და იმას აციებს. მე ვგულისხმობ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო კონდენციონერებს, რომელიც არ არის დამტკიცებული, რომ რისკს არ უმატებს, აქედან გამომდინარე, რეკომენდაციას, რომ ასეთი ჩვეულებრივი კონდენციონერები იქნეს გამოყენებული, ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გავცემთ,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა