"როდესაც ბავშვი სახლში დაბრუნდება, ძალიან გთხოვთ, მოარიდოთ ხოლმე ბებიებს და ბაბუებს" - კვირის პალიტრა

"როდესაც ბავშვი სახლში დაბრუნდება, ძალიან გთხოვთ, მოარიდოთ ხოლმე ბებიებს და ბაბუებს"

როდესაც ბავშვი დაბრუნდება სახლში, ძალიან გთხოვთ, მოარიდოთ ხოლმე ბებიებს და ბაბუებს , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

„ახლა ერთ ძალიან ცუდ რამეს ვიტყვი, მერე ალბათ კიდევ მეჩხუბებიან. მე მესმის, რომ ბავშვი შეიძლება, ვერ გააჩერო და სხვა ბავშვებთან ითამაშოს. მაშინ, როდესაც ბავშვი დაბრუნდება სახლში, ძალიან გთხოვთ, მოარიდოთ ხოლმე ბებიებს და ბაბუებს“, - აღნიშნა იმნაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 805 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 650 პაციენტი. გარდაცვლილი - 13 ადამიანი.