"ყველას გვინდა, რომ ვაქცინა მალე იყოს, ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის"
"ყველას გვინდა, რომ ვაქცინა მალე იყოს, ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის"
მთავარია, რომ შექმნილი ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის და ქვეყნებისათვის. ყველა ქვეყანას ვაქცინაზე წვდომის შესაძლებლობა აქვს განსხვავებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

"ეს არის მსოფლიო პანდემია და მთელი მსოფლიო არის დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას ვაქცინა, რომელიც იქნება ეფექტურიც და უსაფრთხოც. ჯერჯერობით ვბრუნდებით საწყის პოზიციაზე, როდესაც ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. უცნობია მისი
მუტაციის უნარი, ცვალებადობის უნარი. ბევრი რამის აღმოჩენა კიდევ წინ არის, შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები ვაქცინების ჩამოყალიბებაშიც იქნება" , - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეც. მისი თქმით, ვაქცინის შექმნის შემთხვევაში "ძალით არავინ არავის აცრის".

"ნუ
ვიმარჩიელებთ, ყველას გვინდა, რომ ვაქცინა მალე იყოს. ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის, დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ვაქცინა შეიქმნება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა