კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - რას ამბობს მარინა ეზუგბაია? - კვირის პალიტრა

კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - რას ამბობს მარინა ეზუგბაია?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 კი კარანტინში იმყოფებოდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურში მკურნალობას 49 პაციენტი აგრძელებს, მათგან მძიმე არც ერთი არ არის.

"დღეს მხოლოდ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით, ამჟამად კოვიდცენტრებში 132 პაციენტი მკურნალობს. ეს სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებულია. 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 1 უკვე კარანტინიდან დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენს ცენტრში 5 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 49 დადასტურებული პაციენტი გვყავს. მძიმე პაციენტები აღარ ვგყავს, ძირითადად პაციენტების მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით, მცირე რაოდენობა მათში არის მსუბუქად მიმდინარე", - განაცხადა ეზუგბაიამ.