"რეგვენები სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ" - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე რევაზ ბოჭორიშვილს?
"რეგვენები სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ" - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე რევაზ ბოჭორიშვილს?
როგორც ცნობილია, საქართველომ მედიკამენტი "პლაქვენილი" COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დააბრუნა. ამის შესახებ განცხადება გუშინ თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა.

თენგიზ ცერცვაძე გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ასევე გამოეხმაურა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ექიმს, რევაზ ბოჭორიშვილს და მის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოსთან შედარებით საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი გაცილებით წარმატებულია.

"აქვე მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს "სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას", ხოლო
თავის 24 აპრილის პოსტში "სიმართლე ხომ მთავარია, არა?" - აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად "რეგვენული მოთხოვნებით".

ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული
პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში - 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება "რეგვენებს", სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ",-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.


ჯანა
10 ივნისი 2020 19:41
ბოჭორიშვილს თუ „შპილკებს" უყრიდა (აქამდე არ მსმენია ასეთი გამოთქმა), ბ-ნი ვახტანგი შეავიწროვა ვინმემ ამის გამო? ახლა ვისაც რაიმე ძველი წყენა გაქვთ, უკვე შეგიძლიათ შეესიოთ და წამოაძახოთ ცერცვაძეს. ნაციონალებს გაუხარდებათ ალბათ.
მაია
10 ივნისი 2020 14:19
მე პირადად ვიცნობ საფრანგეთში წამყვანი კლინიკების რამდენიმე პროფესორს, რომლებიც დიდ პატივს სცემენ ბ-ნ თენგიზს და მის პროფესიონალიზმს.
ე.შ.
10 ივნისი 2020 00:13
ვეთანხმები ქალბატონ ნესტან გელოვანს! თან დავამატებდი იმას, რომ დროა ვისწავლოთ მოსმენა და ერთმანეთის პატივისცემა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად მუშაობს, საქართველოში თუ საფრანგეთში. კოლეგებმა ერთმანეთს უნდა მოუსმინონ. მხოლოდ დიალოგში და დისკუსიაში იბადება ჭეშმატიტება. ბატონი ბოჭორიშვილი არა მგონია რამეს გაქცეოდა, ან ფულის გულისთვის წასულიყო, როგორც აქ ზოგიერთი წერს. პროფესიონალს მიეცა საშუალება უფრო გაზრდილიყო. ახლა კი ცდილობს კეთილი რჩევით გამოადგეს თავის სამშობლოს, რაც მისასალმებელია. წარმატებას ვუსურვებ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?