"ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი და სიყ­ვა­რულ­ზე, მე­უღ­ლე­ზე ვკი­თხე მე თავ­ხედ­მა!" - რას წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი და სიყ­ვა­რულ­ზე, მე­უღ­ლე­ზე ვკი­თხე მე თავ­ხედ­მა!" - რას წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში

ყველასთვის საყვარელი კახი კავსაძე გუშინ იუბილარი იყო. მსახიობს 85 წელი შეუსრულდა. მან უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის ყოფილი პრემიერისგან. ბიძინა ივანიშვილის მილოცვა მის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

გუშინ მსახიობთან გადაღებული ფოტო და ემოციური მილოცვა გამოაქვეყნა მომღერალმა ზურა ხაჩიძემაც.

"ჩემთვის ყველაფრით სამაგლითო ადამიანს, კაცს, მსახიობს ბატონ კახი კავსაძეს ვულოცავ დაბადების დღეს! მინდა დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ ჩვენი გულის გასახარებლად და თქვენი ოჯახის წევრების სასიხარულოდ! ბედნიერი ვარ იმ წუთებისთვის რაც თქვენთან გავატარე ცხოვრებაში.

ერთხელ რესტორანში ვიყავით და ბატონი კახი თამადა იყო 2-3 საათი ხმა არ ამომიღია იმდენი რამე გავიგე ამ საოცარი ადამიანისგან! ერთხელ უხერხულ ადგილას შევხდი... მე ნასვამი ვიყავი და სიყვარულზე, მეუღლეზე ვკითხე მე თავხედმა!

მოკლედ ისეთი არაფერი ჩემი ცხოვრებიდან ვუამბე კიდე რაღაცები და მითხრა წადი ეხლა სახლში და ხათუნა ჟორდანიას გაუფრთხილდიო, მოეფერეო და ხელის გულზე ატარეო რადგან სიყვარული კაცს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებსო,ოჯახი კიდევ უფრო მეტსო! (კიდევ ბევრი რაღაცები მითხრა, აქ არ დავწერ) მინდა თაობები დაემსაგვსოს კახი კავსაძეს, მინდა ეს ქვეყანა უფრო მეტად აფასებდეს ბატონ კახის!" - წერს ხაჩიძე. (წყარო)

იხილეთ ასევე: როგორ მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა კახი კავსაძეს დაბადების დღე?