ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, 39 წლის საიბ გეიდაროვია. იგი წარმოშობით მარნეულიდან იყო და თბილისში შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტურ დეპარტამენტში მუშაობდა.

მას შემდეგ რაც, მარნეული საკარანტინო ზონად გამოცხადდა, გეიდაროვმა მუშაობა იქ გააგრძელა. სამართალდამცველი თითქმის 24 საათის განმავლობაში ეხმარებოდა პოლიციელებს და ადგილობრივებზე ზრუნავდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ცნობისთვის, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, ექსპერტ-კრიმინალისტი შესამოწმებლად იყო მისული, რა დროსაც დენმა დაარტყა. მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. იგი ამ დროის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და დღეს გარდაიცვალა. გაგრძელება