"შევეცადე, გამეგო მისი გადაწყვეტილების" - ვინ შეცვლის ინგა გრიგოლიას "ტვ პირველის" დირექტორის პოსტზე?
"შევეცადე, გამეგო მისი გადაწყვეტილების" - ვინ შეცვლის ინგა გრიგოლიას "ტვ პირველის" დირექტორის პოსტზე?
როგორც ცნობილია, ინგა გრიგოლია "ტვ პირველის" დირექტორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა, სადაც ისიც თქვა, რომ გადაცემის წამყვანად რჩება, ხოლო დირექტორის პოსტზე მას "ტვ პირველის" მფლობელი, ვატო წერეთელი შეცვლის.

"ინგა გრიგოლია დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ინგა გრიგოლიას ,რომლის დირექტორობის დროს ტვ "პირველმა" მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა,
რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე ,დილიდან ღამემდე ,დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

შევეცადე, გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება
თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში. სტატუსითაც და უსტატუსოდაც. წარმატებებს ვუსურვებ ინგას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ტვ "პირველის "შექმნაში და განვითარებაში და აქვე პირობას ვაძლევ, რომ დავტვირთავ უფრო მეტად)))))))))))).
ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ "პირველის"გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად. წარმატებები ჩვენ ყველას ერთად.
ინგა, მიყვარხარ!", - წერს ვატო წერეთელი "ფეისბუკში". (წყარო)


07 ივნისი 2020 10:23
სამწუხაროდ საქართველოში მედია არის მხარე და ეს ინგას და მისი ამქარის ინიციატივაა.
ლალი
07 ივნისი 2020 06:34
აბა თქვენ იცით არ დაკარგოთ ერთმანეთი,კარგად გაუფრთხილდით ერთმანეთს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?