საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს - კვირის პალიტრა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

“დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება - მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"