სად გამოვლინდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა? - კვირის პალიტრა

სად გამოვლინდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო ზონას უკავშირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოში კოვიდინფიცირების სულ 809 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 674 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285 პირი. საქართველოში კრონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"ინტერპრესნიუსი"