ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი - ქალ-ვაჟი შეეძინა - როგორ გრძნობენ თავს დედა და პატარები? - კვირის პალიტრა

ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი - ქალ-ვაჟი შეეძინა - როგორ გრძნობენ თავს დედა და პატარები?

ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. როგორც kvirispalitra.ge -ს მომღერლის პედაგოგმა გულიკო კარიაულმა უთხრა პატარები წუხელ დაიბადნენ:

"ნინოს ექიმების გამოთვლებით დღეს უნდა ემშობიარა, მაგრამ წუხელ წყლები დაუღვრია და წაუყვანიათ. ბავშვები საკეისრო კვეთით გააჩინა, ბიჭი და გოგო ჰყავს, კლინიკა "ჰერაში" ამშობიარეს. მთელი ორსულობის მანძილზე ძალიან უვლიდა თავს და იცავდა ექიმების რეკომენდაციებს. მე დედას ვესაუბრე და მან მითხრა ეს ამბავი. ახალშობილები და დედა კარგად გრძნობენ თავს, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. პატარებს რა დაარქვეს ჯერ არ ვიცი. ჩემთვის ნინო და მისი ოჯახი ძალიან ახლობლები არიან", - განგვიცხადა გულიკო კარიაულმა. გიორგი ინწკირველი და ნინო სურგულაძე ფეხმძიმობის ამბავი ნინომ გასული წლის დეკემბერში გაასაჯაროვა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი თუ ვინ იყო მისი რჩეული. ის იურისტი გიორგი ინწკირველია, რომელიც ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის გივი ინწკირველის შვილიშვილია.

იხილეთ ასევე:"არაფერი ყოფილა თურმე მსგავსი ემოციის მომტანიც კი" - რა დაარქვა ნინო სურგულაძემ შვილებს?