"სომხეთი არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას" - რას აცხადებს ზურაბ გურული, საქართველოს მხრიდან სომხეთის დახმარებაზე - კვირის პალიტრა

"სომხეთი არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას" - რას აცხადებს ზურაბ გურული, საქართველოს მხრიდან სომხეთის დახმარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ სომხეთს კორონავირუსთან დაკავშირებით მხარდაჭერა შესთავაზა და თუ სომხეთს დახმარება სჭირდება, საქართველო ამისთვის მზად არის.

"არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას, მითუმეტეს, რომ მას უკვე მოსთხოვეს ბოდიშის მოხდა ამ ეჭვისა და კრიტიკის გამო"

- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში,  ამერიკაში მოღვაძე ქართველი ექიმი ზურაბ გურული,  საქართველოს მხრიდან სომხეთისთვის კორანივირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შესაძლო დახმარებას.

"ერთი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოფიციალურად რომ გააჟღეროს უნდობლობა მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიმართ, ეს წარმოადგენს ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებას. მართალია ის, თუ მტყუანი, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. თუ იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობაზე ისევ რჩება და წარმართავს ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკას, ეს იმას ნიშნავს რომ პრემიერი და კოლეგები ენდობიან მის ავტორიტეტს. შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად ეჭვქვეშ აყენებს მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის კომპეტენტურობასა და გამჭვირვალობას, არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას, მითუმეტეს, რომ მას უკვე მოსთხოვეს ბოდიშის მოხდა ამ ეჭვისა და კრიტიკის გამო. მარტივია", -  წერს ზურაბ გურული

ინფორმაციისთვის, სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, ქვეყანაში დაინფიცირების საერთო რიცხვმა 13 130-ს მიაღწია.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კიდევ 10 პაციენტი დაიღუპა და ფატალური შემთხვევების საერთო რიცხვი 200-მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე:"მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთს... ურთიერთდახმარებაზე არასდროს ვიხევთ უკან"

წყარო