"ნელი ყველგან გაიძახოდა, გადასარევი ქმარი და გადასარევი მამააო და ახლა გახდა მოძალადე?"
"ნელი ყველგან გაიძახოდა, გადასარევი ქმარი და გადასარევი მამააო და ახლა გახდა მოძალადე?"
ფოტო:ნელი (ნეკა) დოროყაშვილი
"პირიქით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიკა იყო ნელის ძალადობის მსხვერპლი"

მოძალადე სპორტსმენი თუ პროვოკატორი მოდელი? ეს კითხვა არაერთხელ გაისმა და პასუხს საზოგადოება სასამართლოზე მიიღებს, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი უარს აცხადებს, რამე თქვას თავისი შვილის დედაზე ნელი (ნეკა) დოროყაშვილზე. მისი ადვოკატის თქმით კი, ყველაფერი პირიქით არის და ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიკა იყო ნელის ძალადობის მსხვერპლი.

ირმა ჭკადუა, ნიკა ბასილაშვილის ადვოკატი:
- სიამოვნებით გამოვაქვეყნებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა
არასრულწლოვნის ინტერესები. ნიკოლოზისთვის ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია.
ის არ აკეთებს საჯარო განცხადებებს არა იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი, არამედ იმიტომ, რომ ბავშვმა ტრავმა არ მიიღოს. ამბობს, სულ რომ დაინგრეს ჩემი კარიერა, ჩემი შვილი არ უნდა დაზარალდესო. ხუთშაბათი და შაბათი ჰქონდა გამოყოფილი შვილთან ურთიერთობისთვის. ხუთშაბათს სახლში
ჰყავდა ბავშვი ნახევარ საათზე ცოტა მეტხანს. მერე გამოვიდნენ გარეთ - სტუმრად უნდა წასულიყვნენ და ჩასხდნენ მანქანაში. ამ დროს ნიკოლოზის მშობლების სახლში მისი ყოფილი მეუღლე გამოცხადდა და კატეგორიულად მოითხოვა ბავშვის წაყვანა. მოვიდა ტაქსით და ტაქსი გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ჰყავს. ნიკოლოზმა, ბუნებრივია, უთხრა, ჩემი დრო მინდა გამოვიყენო შვილთან ურთიერთობისთვისო, მაგრამ რადგან ყოფილი ცოლი კატეგორიული იყო და ბავშვიც ატირდა, შვილის გატანებას დასთანხმდა, ოღონდ უთხრა, ეზოში არ შესულიყო. ყველაფერი 7 წამს გაგრძელდა. არანაირი ძალადობა არ ყოფილა და ამას ვიდეოჩანაწერებითაც დავამტკიცებთ. ნიკა საჯაროდ არ ლაპარაკობს ურთიერთობაზე. განქორწინება მისი ინიციატივით მოხდა. მანამდე ნელი დოროყაშვილმა ქონებრივი დავა წამოიწყო. ნიკამ მას მისცა ჭავჭავაძის #80-ში სახლი ორი ავტოფარეხით და სასაწყობე ადგილით, მეორე სახლი ქობულეთის ქუჩაზე, კომერციული ფართი გოგებაშვილის ქუჩაზე, რომელიც 8-წლიანი იჯარით "ნიკორასთვის" არის გადაცემული და ასევე ერთჯერადად 100.000 დოლარი. აქედან გადახდილი აქვს 15.000 დოლარი... (ამ ეტაპზე ამ თანხის გადახდა შეჩერებულია - კ.პ.) ბავშვთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსაც ნიკოლოზი იხდის.

- როგორც ირკვევა, ეს თანაცხოვრების პროცესში შეძენილი ქონება იყო და ნელი დოროყაშვილმა იქიდან წაიღო წილი...
- თანაცხოვრების დროს კი შეიძინეს ქონება, მაგრამ ნიკამ მას იმაზე მეტი მისცა, რაც მაშინ შეიძინეს. მან ყველაფერი მისცა თავის შვილს და ფიქრობს, მეტიც მისცეს. ქონება არ არის მისთვის მნიშვნელოვანი, მხოლოდ ბავშვზე ნერვიულობს. როგორც ჩანს, ნელი დოროყაშვილი ვერ შეეგუა ნიკოლოზთან განქორწინებას. ალბათ, ისიც გაიგო, რომ ნიკამ საქართველოში შეყვარებული ჩამოიყვანა და ძალიან განიცადა, თუმცა მანამდეც აშანტაჟებდა, ბავშვის ნახვაში ხელს უშლიდა...
ნიკოლოზ ბასილაშვილი
ტყუილია, თითქოს ბავშვმა დაურეკა­ დედას და სთხოვა, მისულიყო. ისე გაიხლართნენ ტყუილებში, ახლა გამოსვლა უჭირთ.

- ადვოკატი ამბობს,­ რომ ნელი მანამდეც არაერთხელ ყოფილა ძალადობის მსხვერ­პლი.

- ეს ტყუილია. პირიქით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიკა იყო მისი ძალადობის მსხვერპლი. ნიკოლოზის დედაზეც გაიცა შემაკავებელი ორდერი, მაგრამ მერე გაუქმდა, რადგან ფაქტები არ დადასტურდა. ამორალური და ამაზრზენია 5 წლის ბავშვით პოლიციაში დაკითხვაზე სიარული. ამ ასაკში ბავშვებს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ახასიათებთ იმ მშობლის მიმართ, რომელთანაც იზრდებიან და აქვთ მისი დაკარგვის შიში. ისინი იმეორებენ იმას, რასაც ეს მშობელი ეუბნება. ბავშვი დაკითხულია და გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ეს ყველაფერი წერია. დოროყაშვილი ნიკას რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად. საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინიც, ვინც კონკრეტული ფაქტები იცის. მაგალითად, როდესაც ნელი ამერიკის ღია პირველობაზე ჩავიდა, იქაც მოხდა­ ინციდენტი. მაშინ საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ის დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გაუუქმეს. ბასილაშვილები ბავშვს უფრთხილდებიან, თორემ სათქმელი ძალიან ბევრი აქვთ... თუ მოძალადე იყო ნიკა ბასილაშვილი, ნელი დოროყაშვილი რატომ არ შორდებოდა? ყველგან გაიძახოდა, გადასარევი ქმარი და გადასარევი მამააო და ახლა გახდა მოძალადე? იხილეთ სტატია სრულად

simartle
14 ივნისი 2020 12:28
სახეზე ეტყობა რა სწერვაცაა
სიმართლე
14 ივნისი 2020 09:56
როგორი "ცაკალელი"გამოხედვა აქვს. ახალ მსხვერპლს უთვალთვალებს?
ლელა
13 ივნისი 2020 23:40
ამ ქალს,როგორც ჩანს,დღესაც უყვარს თავისი ყოფილი ქმარი,ვერ ეგუება ნიკას ახალ სერიოზულ ურთიერთობას იმ გერმანელ გოგონასთან და ყველაფერს კადრულობს ანუ იცის,დაკარგულია უკვეო და ამწარებს ყველანაირად!გავა წლები და მიხვდება თავის უგუნურ საქციელს,მაგრამ რა აზრი ექნება!...

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები