სომხეთში ფრანგი ექიმები ჩავიდნენ - როგორ დაეხმარება საქართველო მეზობელს? - კვირის პალიტრა

სომხეთში ფრანგი ექიმები ჩავიდნენ - როგორ დაეხმარება საქართველო მეზობელს?

სომხეთში ჩარტერული რეისით ფრანგი ექიმები ჩავიდნენ. ამის შესახებ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე სომხეთის პრემიერ-მინისტრთან არსებული დიპლომატიური საკითხების ხელმძღვანელმა ზარე სინანიანმა დაწერა.

ისინი სომეხ ექიმებს კორონავირუსთან გამკლავებაში დაეხმარებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსა და სომხეთს შორის და მალე გაირკვევა კონკრეტულად რა სახის დახმარებას გაუწევს საქართველო მეზობელ ქვეყანას, ერთ-ერთი ვერსიით, სომხეთში მალე ქართველი მედიკოსებიც ჩავლენ. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება სომხეთიდან გამოგზავნილი ნიმუშების საქართევლოში შესაძლო ტესტირებაზეც.

შეგახსენებთ, 15 ივნისის მონაცმებებით, სომხეთში კორონავირუსით დასნებოვნდა 16 667 ადამიანი, გარდაიცვალა - 269, გამოჯანმრთელდა - 6 214.

იხილეთ ასევე: "ფაშინიანმა პოსტი იმას უნდა დაუთმოს, ვინც საქართველოს მსგავსად კორონავირუსს შეებრძოლება" - რას წერს სომხური გამოცემა?