"ისე ხდება, რომ იმავე ევროპაში, ფაქტობრივად, სისტემატიურად კლავენ კადიროვის მტრებს" - ვინ როგორ ეხმაურება ე.წ. გაბუნიას საქმეს?
"ისე ხდება, რომ იმავე ევროპაში, ფაქტობრივად, სისტემატიურად კლავენ კადიროვის მტრებს" - ვინ როგორ ეხმაურება ე.წ. გაბუნიას საქმეს?
12 ივნისს, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. დააკავეს ერთი პირი, ეროვნებით ჩეჩენი. მოგვიანებით სამართალდამცავებმა პანკისის ხეობაში, უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს. როგორც გაირკვა, დაკავებული იმყოფებოდა ხანგოშვილებთან სახლში სტუმრად.

15 ივნისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ჩეჩენი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ამ საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა უსაფრხოების სახელმწიფო სამსახურმა, რომელშიც ვკითხულობთ:

"მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტის მიერ,
ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა". იხილეთ
განცხადება სრულად

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო "ფეისბუკგამოხმაურებას" ამ საკითხზე:

გიორგი კანაშვილი, ექსპერტი:

"რაიმე განსაკუთრებული თქვა გვარამიამ? - არა.
ისე ხდება, რომ იმავე ევროპაში ბოლო წლებში, ფაქტიურად, სისტემატიურად კლავენ კადიროვის მტრებს; ზოგს ოქროს დამბაჩას უგდებენ გვერდით (ასე მოკლეს იამადაევები და ოქროს დამბაჩა პატივისცემის ნიშანია), ზოგს უბრალოდ ყელს ჭრიან სასტუმროში (ასე მოკლეს ამ ცოტა ხნის წინ ბლოგერი, ასე ნაკლებად პატივცემულ მტრებს კლავენ).

სიტყვაზე უნდა ვენდოთ გვარამიას - არ ვიცი, მე მისმა ბრიფინგმა უფრო მეტი კითხვა გამიჩინა. მაგალითად - რა აუცილებელი იყო ოპერაციის რუსეთისათვის მტრული უკრაინიდან დაგეგმვმა? ან რატომ დაემთხვა ეს ამბები მოახლოებულ 20 ივნისს? და ა.შ.

მაგრამ, აქ, ჩემთვის მთავარი ორი რამაა:

პირველი. სულ რამოდენიმე კვირის წინ, "ქართული ოცნება" კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაუქმებას გეგმავდა. რაც დამოუკიდებლები ვართ, რუსეთი ჩრდ. კავკასიიდან სულ სიურპრიზებს გვიწყობდა, ჩვენ კიდე ამ რეგიონის მიმართ ყველანაირ პოლიტიკას ვწყვეტთ... განსაკუთრებული პოლიტიკური სიბეცით ამ მხრივ - ქართული ოცნება გამოირჩევა. ჩრდ. კავკასიის მიმართულებით პოლიტიკის ანულირება, ჩემთვის, დანაშაულის ტოლფასია.

მეორე. არანაკლები დანაშაულია ისრების ისევ პანკისისკენ გადატანა. უკვე წავაწყდი რამოდენიმე ქისტის კომენტარს, ჟურანლისტები გვირეკავენ, რას იტყვით დაგეგმილ მკვლელობის თაობაზეო. გთხოვთ ჟურნალისტებს - ნებსით, თუ უნებლიედ, ნუ შეუწყობთ ხელს ამ ხალხის შემდგომ სტიგმატიზაციას და ტერორიზმთან დაკავშირებას. დარეკეთ სუს-ში, ამაზე პასუხი მათ უნდა ჰქონდეთ, პლიუს გვყავს ერთი-ორი ადამიანი ვისაც ჭკუა მოეკითხება და რაღაც იციან ჩრდ. კავკასიაზე - შეგიძლიათ მათაც მიმართოთ".

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:

"მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ თავიდან ავიცილეთ ტერორისტული აქტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობასთან ერთად სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევდა და ეს ამდენი ადამიანობა და საღ აზრ დაკარგული ხალხი, სად გაჩნდით და საიდან მოიყარეთ თავი?! თუ გგონიათ, რომ იმ სახელმწიფოს ნანგრევებში თქვენ არ მოყვებოდით?! ვფიქრობ, დღეიდან არჩევნების ჩათვლით მშვიდად ძილის უფლება აღარ გვაქვს, ვისაც ამ ქვეყანაში საღი აზრი და პასუხისმგებლობა შეგვრჩენია. განსაკუთრებული მზადყოფნა მართებთ სპეცსამსახურებს: ამ ტერორისტის შემოგდება-გაუვნებელყოფა არ იყოს ყურადღების გადატანის მცდელობა შემდგომი, უფრო მზაკვრულად დაგეგმილი ქმედებებისგან. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გიორგი გაბუნიას!"


გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

"როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება?
უნდა გამოითხოვოს რუსეთის მხრიდან ყველა ინფორმაცია ეჭვმიტანილზე, მის საქმიანობასა, კავშირებზე და გადაადგილების მარშრუტებზე.
იქიდან გამომდინარე, რომ საქმე უკვე გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ეს უნდა ხდებოდეს ღიად და გამჭვირვალედ და არა "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" საქმის გასაიდუმლოებით და მიფუჩეჩებით.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის შესაბამისი სამსახურები სათანადოდ არ ითანამშრომლებენ ასეთ თემასთან დაკავშირებით, ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის ირიბი დადასტურება. ამის შემდეგ უნდა გვქონდეს უმწვავესი რეაქცია საერთაშორისო რეზონანსით.
გაგახსენებთ "სოლსბერის საქმეს".
პოლიტიკურად "მაღალი ალბათობა" საკმარისია პროცესის დასაწყებად..."


ზურაბი
16 ივნისი 2020 13:26
ლაგაზიძემ ათიანში მოარტყა სწორი დიაგნოზის დასმით, მარტო ხუხაშვილი რჩება ასტრალში.ლაგაზიძე სწორად აფასებს მოსალოდნელ მოვლენებს წარმოიდგინეთ 20 ივნისისთვის მომხდარიო ეს ამაზრზენი მკვლელობა რა იქნებოდა შედეგი ქვეყნისთვის, რას მოიმოქმედებდნენ რადიკალური ძალები რად დაუჯდებოდა ხელისუფლებას ეს უბედურება.ფაქტია თუ გაჟღერებული რეალურია. აქ გაბუნია საბაბი იქნებოდა მიზანი კი ხელისუფლების გადატრიალება, ამიტომ ვიმეორებ თუ მართლა მზადდებოდა გაბუნიას ან ოპოზიციური არხის ნებისმიერი ჟურნალისტის მკვლელობა ეს უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კონტექსტშიც გაბუნიას მსხვერპლად არჩევის მიზანში უნდა მოვიაზროთ რომ რეალობის შეფუთვა ხდებოდა პუტინის შურისძიების ვერსიით ამიტომ სუსს სერიოზული სამუშაო აქვს
maka
16 ივნისი 2020 11:16
ნეტა ვის სჯერა? ალბათ მას, ვისაც აწყობს
პატრიოტი 2
16 ივნისი 2020 11:14
რუსეთი რომ ყველაფრის მკადრებელია, ეს თუ ვინმეში ეჭვს იწვევს, აშკარად გონებაჩლუნგობასთან გვაქვს საქმე! რაც არ უნდა ნეგატიურად იყო განწყობილი გაბუნიას მიმართ ( ძალიან ნიჭიერი ადამიანია და პრვოკაცია კი ბრძოლის ხერხია),ტერორისტული აქტი მთლიანად ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. კომენტარმა მულტფილმი "ბატი ტასიკო" გამახსენა!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები