ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეთია" ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაგლოევას თქმით, ახლად დაინფიცირებული პაციენტებიდან სამი სამხედრო აკადემიის კურსანტი, ერთი კი სამხედრო მოსამსახურეა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, "რესპუბლიკაში" დღემდე კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 38 აქტიური შემთხვევაა, დანარჩენი პაციენტები კი გამოჯანმრთელდნენ.

"ინტერპრესნიუსი"