"კიდევ ცოტა ვთქვი, რაც მაშინ პუტინზე ვთქვი, მეტის თქმაც შეიძლებოდა" - გიორგი გაბუნია კადიროვს პასუხობს - კვირის პალიტრა

"კიდევ ცოტა ვთქვი, რაც მაშინ პუტინზე ვთქვი, მეტის თქმაც შეიძლებოდა" - გიორგი გაბუნია კადიროვს პასუხობს

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს პასუხობს და აცხადებს, რომ არ აპირებს ბოდიშის მოხდას.

"პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორც იყო. ბოდიშის მოხდაზე და მუხლებზე ხოხვაზე ხომ ზედმეტია საუბარი, არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას. კიდევ ცოტა ვთქვი, რაც მაშინ პუტინზე ვთქვი, მეტის თქმაც შეიძლებოდა. მეტს მე ვერაფერს ვერ გავაკაკეთებ, ჩემში ვერაფერს ვერ შევცვლი. აქ ისევ სახელმწიფომდე მიდის საქმე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე" - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს.

"იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაი ჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს" - განაცხადა კადიროვმა.

იხილეთ კადიროვის განცხადება სრულად: "დამიჯერეთ, თუკი ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, დავალებას ასრულებს, გიორგი გაბუნიამ სჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს"