საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 893 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, კორონავირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რიცხვი 739 გახდა.

საქართველოში კორონავირუსისგან 731 ადამიანია გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.