"ჩემი და გაგას ურთიერთობა 9 წლის წინ დაიწყო. დღეს ორი შვილი გვყავს" - კვირის პალიტრა

"ჩემი და გაგას ურთიერთობა 9 წლის წინ დაიწყო. დღეს ორი შვილი გვყავს"

"ყველაფერი საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე"

"სერიალი "იდეალური დედა" ჩემს ცხოვრებაში ძალზე საინტერესო დროს გამოჩნდა. ახალი სუნთქვასავითაა. როლიც ძალიან შემიყვარდა. ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ, მგონია, მთელი ცხოვრება ვიცნობ. გადაღებები სასიამოვნოა", - ამბობს მსახიობი იაკო ჭილაია.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ოჯახში ხშირად ისმის: "იაკო არ გავაბრაზოთ". სამეგობროში განსხვავებულად მაფასებენ. ამბობენ, რომ მხიარული და მეგობრული ვარ. ჩემს "აფეთქებებს" განაპირობებს ყველაფერი, რაც არ მომწონს, რის გამოც დისკომფორტი მაქვს, ემოციას ყოველთვის გამოვხატავ..."

"უცნაური ფობია მაქვს. ჩემთვის ჩიტები არის წყევლა და ჯოჯოხეთი. გარშემო ეს ამბავი ყველამ იცის, მთელი ცხოვრება ჩიტების მეშინია..."

"რასაც ვინდომებ, ვაკეთებ. ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ გემრიელად ვამზადებ, მაგრამ სამზარეულოში ფუსფუსი ჩემი საქმე არ არის, ამით ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვიღებ. თავად გურმანი ვარ, მაგრამ წლებია, ხორცს არ ვჭამ, შესაბამისად, ხორციან კერძებს არ ვამზადებ..."

"ჩემი და გაგას (მსახიობი გაგა შიშინაშვილი. - ავტ.) ურთიერთობა 9 წლის წინ დაიწყო. დღეს ორი შვილი გვყავს. ჩვენს ურთიერთობაში ბევრი სიგიჟე და ფერადი დღე იყო. ამ ფორმით ჩვენს ყოველდღიურობას პერიოდულად ახლაც ვახალისებთ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 18 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე