კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, აქედან 4 სატვირთოს მძღოლია - კვირის პალიტრა

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, აქედან 4 სატვირთოს მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 5 ახალი ინფიცირებულიდან 4 სატვირთოს მძღოლია.

"დაგვემატა 5 ახალი ინფიცირების შემთხვევა და გვყავს 893. გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი და გვყავს 739 გამოჯანმრთელებული. კოვიდ ცენტრებში ამჟამად 140 პაციენტი მკურნალობს. 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა იმპორტირებული, ანუ შემოტანილია და აქედან 4 სატვირთოს მძღოლია,"-აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს 28 პაციენტი ჰყავდა და 8 გამოჯანმრთელებულიდან 7 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.

"7-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ 1 ახალი ინფიცირებული შემოგვემატა მხოლოდ, რომელიც გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 20 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საშუალოზე მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია,"-განაცხადა ეზუგბაიამ.