რა ზიანი მიაყენა ძლიერმა სეტყვამ ხაშურის მუნიციპალიტეტს? - კვირის პალიტრა

რა ზიანი მიაყენა ძლიერმა სეტყვამ ხაშურის მუნიციპალიტეტს?

ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა ხაშურის მუნიციპალიტეტში. ძირითადად სამი სოფელი - სათივე, ქვიშხეთი და სარმანშვილისკარი დაზარალდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში ძირითადად დაზიანდა ნათესები, საკარამიდამო ნაკვეთებში არსებული ბოსტნეული კულტურები და ვენახები. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე სტიქია არ დაფიქსირებულა.

ცნობისთვის, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, აღნიშნულ სოფლებში სეტყვა მეორედ დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი"